ნედ პრაისის გამოხმაურება

რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს, – წერს  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისე. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის საქმეზე დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რუსეთისაგან მოითხოვონ, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს“,- ამ განცხადებას ნედ პრაისი „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს.