ნებართვა „F16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებმა კიევისთვის „F16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის დაჩქარებული ნებართვის უზრუნველყოფა განიხილეს. გამანადგურებლების გადაცემა უკრაინელი მფრინავების მომზადების დასრულების შემდეგ მოხდება. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგას, რათა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიელოცა. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება და პასუხი აგებინოს რუსეთს თავისი ქმედებებისთვის. როგორც გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინისთვის „F16“-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემისთვის მზადყოფნა უკვე სამმა ქვეყანამ, ნიდერლანდებმა, დანიამ და ნორვეგიამ დაადასტურეს. ამასთან, როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, უკრაინა „ეფ-16“-ებს არც თუ ისე შორეულ მომავალში მიიღებს.