ნეაპოლში, მაფიის წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციის დროს, კედელში დამალული მილიონობით ევრო იპოვეს (ვიდეო)

14:11, 24.09.2026

იტალიის ეროვნული სამხედრო პოლიციის ცნობით, მიმდინარე კვირას ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, კარაბინერებმა 34 პირი დააკავეს. სპეცოპერაცია მიმართული იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, ნეაპოლის რეგიონში მოქმედ მაფიოზურ ქსელ „კამორასთან“ არის დაკავშირებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 3.2 მილიონი ევროს ოდენობის ნაღდი ფული და 11 ძვირადღირებული საათი ამოიღეს.

თანხა ბინის კედლებში იყო დამალული. პლასტიკატში შეფუთული 50-ევროიანი ბანკნოტების დასტების ამოსაღებად, კარაბინერებს ჩაქუჩების გამოყენება დასჭირდათ.

გამოძიების ვერსიით, დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა „ანჯელინოს“ კლანი, რომელიც კაივანოსა და კასორიაში ოპერირებს.

 

სტატიის ავტორი: [email protected], ევროვიზიის სოციალური საინფორმაციო ქსელი (ESN)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი, 2026 წელი, 21:42 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი