NDI-ის შუალედური ანგარიში - გამოხმაურებები

„ენდიაი“-ს მიერ, საქართველოში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს, პოლიტიკურ სპექტრში დღესაც აფასებენ. მმართველი გუნდის წევრები ანგარიშში პოზიტიურ ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას. ოპოზიციაში კი პრობლემურ საკითხებზე მიუთითებენ. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო არჩევნების ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია, თუმცა, არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება. პრობლემატურ საკითხებს შორისაა: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება, ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პროცესიდან გამოტოვება, საინფორმაციო გარემოს დაბინძურება.