NDI-ი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს

ენ დი აი და სი არ არ სი  საქართველო 2018 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებენ. კვლევაში ასახულია ქვეყნის განვითარების კურსთან, რეფორმებთან, მიმდინარე მოვლენებთან, გარემოს დაცვასთან, საპრეზიდენტო არჩევნებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის ცდომილება 1,9 პროცენტია. შორენა ხვიჩია გაგვაცნობს კვლევის შედეგებს.