ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება

ანა დოლიძის გადაწყვეტილებას ნაზი ჯანეზაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება. საუბარია დოლიძის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დატოვებაზე.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსს  პოლიტიკური საქმიანობისთვის იყენებდა. ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოს უკვე ყოფილ წევრს, ანა დოლიძეს, კანონდარღვევაში და სასამართლოს იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს.