ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდება – ანა დოლიძის პასუხი

15:29, 19.06.2020

ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძეს ურჩევს გამბედაობა გამოიჩინოს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობა დატოვოს. როგორც ჯანეზაშვილმა განმარტა, ის ამ საკითხზე სამართლებრივ დავას არ აპირებს, იმის მიუხედავად იმისა, რომ მიაჩნია, ანა დოლიძე კანონს არღვევს.

ჯანეზაშვილის შეფასებით, დოლიძე საზოგადოებას ატყუებს, როდესაც ამბობს, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა.

საპასუხო განცხადება გააკეთა ანა დოლიძემ. მისი თქმით, თუ ნაზი ჯანეზაშვილი მის ქმედებაში ანტიკონსტიტუციურ ნიშნებს ხედავს, სასამართლოს უნდა მიმართოს.

მსგავსი