ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ვინაობა, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაცია თავმჯდომარის არჩევის საკითხზე კანონდარღვევით ხდება. კონსულტაცია დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი და საბჭოს წევრები მოუსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, რომელთაგანაც ერთს შეარჩევენ და შემდეგ პარლამენტს წარუდგენენ.

ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ კონსულტაცია კანონდარღვევაა, რადგან მსგავს პროცედურას კანონი არ ითვალისწინებს. ასევე მას აქვს მოლოდინი, რომ რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატზე არ უმსჯელია, ახლა ამ პროცესების განხორციელება დაიწყო, რათა  თავმჯდომარე  იმ მოსამართლეებისგან აირჩიონ, რომლებიც პარლამენტმა დეკემბერში დაამტკიცა. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებთან კონსულტაცია სამ საათზეა დანიშნული, რის შემდეგაც, სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა ჩატარდება და კანდიდატებს კენჭისყრაზე დააყენებენ.

დატოვე კომენტარი