ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება

პროცედურების პროექტი, რომელიც წარმოდგენილია, ილუზიას ქმნის, რომ ეს არის ერთგვარი სტანდარტი კარგი მოსამართლეების შესარჩევად,- ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებს ითვალისწინებს.

არამოსამართლე წევრს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი პროექტი ვერ უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მიზნით, უზენაეს სასამართლოში კადრების გარედან შედინებას.

საბჭოს მოსამართლე წევრებს მიაჩნიათ, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს კარიერული განვითარების პრინციპს.