ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მიმართვა მოსამართლეებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე სასამართლო სისტემაში მომუშავე 278 მოსამართლეს პერსონალურ წერილს უგზავნიან და საგანგებოდ მიმართავენ.

ისინი მოუწოდებენ მათ, რომ 26 იანვარს მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენციაზე, უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სადავო სიაზე დამოუკიდებელი სასამართლოსთვის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირონ.

ჯანეზაშვილისა და დოლიძის განცხადებით, ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლის მიუხედავად ისინი დაიცავენ თითოეულის უფლებას.

მიმართვის ადრესატებს შორის არ არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და ამავე წევრების მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები.

ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის ბრალდებებისთვის დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ უპასუხიათ.