ნაყინის ფესტივალი მთაწმინდის პარკში
მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. პარკის ცენტრალურ მოედანზე სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ნაყინის დაგემოვნება შეუძლიათ. პარალელურად, პატარებისთვის მიმდინარეობს გასართობი აქტივობები. ასევე, იმართება ნაყინის მასტერკლასები. ნაყინის ფესტივალი მთაწმინდის პარკში უკვე 12 წელია ყოველწლიურად ეწყობა.