ნავთობის მარაგები საქართველოში

საქართველოში ნავთობისა და გაზის მარაგების მოპოვებისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება.

ინვესტორები კვლევებში მილიონობით დოლარს იხდიან. წელს ბაზარზე ახალი ჩინური კომპანიები შემოვიდნენ და ბიუჯეტში 9 მილიონი ლარი უკვე გადაიხადეს. საკუთარ გეგმებზე კომპანიები პირველ კომენტარს პირველ არხთან აკეთებენ. სეისმური კვლევების ჩატარების შემდეგ ინვესტორები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ნავთობის მარაგების ძებნას დაიწყებენ.

მზარდი ინტერესის და ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში გაზის და ნავთობის მოპოვების ისედაც მცირე მაჩენებელი კიდევ უფრო იკლებს.