ნავთობის ფასი

ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის დაპირისპირებამ უკვე იმოქმედა ნავთობის ფასებზე.

საერთაშორისო ბირჟებზე ბოლო დღეებში „შავი ოქროს“ ღირებულება რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. მოვლენების ესკალაციამ შესაძლოა ნავთობი უფრო მეტად გააძვიროს, რაც საქართველოზეც აისახება. ამ დროისთვის ბენზინისა და დიზელის ფასები სტაბილურია, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ  კომპანიებმა პროდუქტის გაძვირების გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში მიიღონ. საწვავის ფასები კი პირდაპირ მოქმედებს სხვა პროდუქტების ფასწარმოქმნაზე.