ნავთობის ფასი გაიზარდა
ბოლო საათებში ნავთობის ფასი საშუალოდ, 2.1%-ით გაიზარდა. მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ფასმა 2.4%-ით მოიმატა და მისი ღირებულება 87.81 აშშ დოლარია. ფასის ზრდა შეინიშნება ბრენტის მარკის ნავთობზეც. დღეს ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობი 92.2 აშშ დოლარს შეადგენს, რაც გუშინდელთან შედარებით, 1.85%-ით მეტია. შეგახსენებთ, რომ ნავთობზე ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერებზე თავდასხმა განხორციელდა.