ნავთობის ფასი

18:29, 26.08.2026

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა და ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 85 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის კლება შეინიშნება ამერიკულ ნედლ ნავთობზეც. ბოლო საათებში, ერთი ბარელის ფასი 80 აშშ დოლარია და გუშინდელ ფასს 2,3%-ით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლება, ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტეში დროებითი საზღვაო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებების განახლების შემდეგ შეინიშნება.

მსგავსი