ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

ხმაურიანი აღმოჩნდა კიდევ ერთი გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესი.

ოთხწლიანი განხილვის შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნები სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა. განხილვის საგანი იყო 12 წლის წინ ნავთლუღის ავტოსადგურთან ჩატარებული სპეც-ოპერაცია, რომელსაც სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის, ბაჩო ახალაიას, ამავე დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, მეგის ქარდავას და კუდის ყოფილი ჩინოსნის, ლევან ქარდავას მიმართ.

მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით, არცერთი მხარე არ არის კმაყოფილი. პრეტენზიები აქვს 2006 წლის იანვარში მოკლული ერთ-ერთი ახალგაზრდის ოჯახსაც.