ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია.

12 წლის წინ, ნავთლუღში ჩატარებული სპეც-ოპერაციის საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ  ძალაში ისე დატოვა, რომ მხარეთა საჩივრები არც კი განიხილა. კუდ-ის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას დაუსწრებლად სასჯელის სახით 12-წლიანი, გია დგებუაძეს, – იგივე „მასტერას“, – კი ცხრა წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ვერსია, რომლითაც წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული ძიება თავდაყირა დადგა, სასამართლომ გაიზიარა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ციხეში გავლენების გასამყარებლად სამი ახალგაზრდა კუდ-ის ყოფილმა ექს-მაღალჩინოსნებმა ჩაცხრილეს.

დატოვე კომენტარი