ნავროზისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავისუფალი თეატრში

საქართველოს ქურთული ასოციაცია „რონაის“ ორგანიზებით, თავისუფალი თეატრში ნავროზისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დღესასწაული საქართველოში, უკვე წლებია, სხვადასხვა კულტურული აქტივობებით აღინიშნება. ნავროზი ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის დადგომასა და ბუნების განახლებას უკავშირდება. ტრადიციულად, ამ დღეს ოჯახები იკრიბებიან, ამზადებენ ეროვნულ კერძებს და ასრულებენ რიტუალებს, რომლებიც განახლების, სისუფთავისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა. სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა თბილისშიც.