ნაურუს მთავრობის გადაწყვეტილება

21:24, 31.07.2026

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ ნაურუს მთავრობა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივი მოქმედებით შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან. შესაბამის ქვეყნებს ამის შესახებ ოფიციალურად ეცნობებათ დიპლომატიური არხების მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც მიესალმება ნაურუს რესპუბლიკასა და ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმებას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. ნაურუ მესამე ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას ქართული დიპლომატიური ძალისხმევის გამარჯვებად აცხადებს და იმედოვნებს, რომ იგივე გადაწყვეტილებას სირია და ვენესუელაც მიიღებენ.

მსგავსი