„ნაციონალური მოძრაობა" „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებებს ითხოვს - რას გულისხმობს რომან გოცირიძის ინიციატივა

ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მუდმივი განხილვის საგანია,  ეს სიახლე არ არის, თუმცა ახალია ინიციატივა, რომელიც ამჯერად “ნაციონალურ მოძრაობას”, კონკრეტულად კი რომან გოცირიძეს ეკუთვნის. ყოფილი სახელისუფლებო პარტია კანონში იმ ნორმის შეცვლას ითხოვს, რომელიც 2005 წელს, სწორედ მათი მმართველობის დროს ჩაიწერა და აქამდე მოქმედებს.

გოცირიძის მოთხოვნაა, მაუწყებლის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით არ განისაზღვრებოდეს.  მის ინიციატივას მხარდამჭერები არც პარლამენტში და არც მის გარეთ, ამ დრომდე არ გამოუჩნდნენ.

შორენა ხვიჩია განავრცობს თემას – რას გულისხმობს “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა?