ნატოს სარეზერვო ძალები

სწორედ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ნატო ახალ ინიციატივას უპირისპირებს.

„ოთხი ოცდაათი“ – ეს არის ორგანიზაციის თავდაცვის მინისტერიალზე შეთანხმებული ახალი გეგმა. ალიანსი ძლიერი და ეფექტური სარეზერვო ძალების შექმნას აპირებს, რომელიც პლანეტის ნებისმიერ წერტილში, ზღვაში, ცაში თუ ხმელეთზე საფრთხის ნეიტრალიზებისთვის 30 დღეში უნდა იყოს მზად. თუმცა მზადყოფნის გაზრდა და სამხედროების უფრო სწრაფი გადაადგილება ინფრასტრუქტურულ და საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, რაც სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ლევან ახალაია არკვევდა, მზადაა თუ არა ევროკავშირი აშშ-თან დაძაბული ურთიერთობების ფონზე სამხედრო ხარჯების გაზრდისთვის.