ნატოს საპარლამენტო ასამბლეა

მადრიდში ნატოს 68-ე საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა.

ალიანსის ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არასდროს აღიარებს რუსეთის არალეგალური და არალეგიტიმური ანექსიის არც ერთ მცდელობას. ნატოსკენ მიმავალ გზაზე ყოველთვის რჩება ხოლმე ის, რაც კიდევ პროგრესს საჭიროებს, მაგრამ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ბევრი მიმართულებით, მაგალითად გამჭვირვალობის კუთხით, კორუფციასთან ბრძოლაში, ეკონომიკის ადაპტირებაში. გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ვიცი, რომ ქართველი ხალხი ამას აუცილებლად გააკეთებს, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა, ჟოელ გარიო მელამიმ განაცხადა.

საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა ალიანსის გენერალურმა მდივანმაც.

სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ნატოს ასამბლეას.