ნატოს სამიტი - პოლიტიკური შეფასებები 

ნატოს სამიტის შემდეგ მიღებული კომუნიკეს გარშემო არაერთგვაროვანი შეფასებები კეთდება თბილისში.

საქართველოს პირველი დიპლომატი 79-პუნქტიან დოკუმენტში ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული ჩანაწერებით კმაყოფილია და აქცენტს აკეთებს კომუნიკეს იმ ნაწილზე, რომლის მიხედვით საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს. დავით ზალკალიანის თქმით, გაწევრიანების კონკრეტული თარიღის ჩაწერას ქართული მხარე არ ელოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, მთავარია, რომ ქვეყნის პროგრესი კომუნიკეში ასახულია. მეტი მოლოდინი არსებობს 2022 წლის სამიტის მიმართ, რომელსაც საქართველოც უნდა დაესწროს. მმართველი გუნდისგან გასხვავებით, სკეპტიკურია ოპონენტთა განცხადებები. ოპოზიცია ხელისუფლებას ნატოში გაწევრიანების გზაზე მეტ აქტიურობას ითხოვს.

ანა ბროლაძემ მოისმინა ყველა მხარის შეფასება.