ნატოს სამიტი

ხვალ გახდება ცნობილი, რა ეტაპზე გადავა ნატოს და საქართველოს ურთიერთობა.

ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიხსნა. სამიტი ქართული მხარისთვის ისტორიულია, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმაღლეს დონეზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება საქართველოს, უკრაინის და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით. დეკლარაციის საბოლოო ტექსტი ცნობილია და მასში ჩვენი ქვეყანა 18-ჯერ არის ნახსენები. ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომლის მიხედვით საქართველო ალიანსის წევრი გახდება. წინასწარი გზავნილებით, წლევანდელმა სამიტმა საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობას კიდევ უფრო მეტად უნდა დაუახლოვოს.

ქეთევან ქარდავა აშუქებს სამიტს.