ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
ტრანსატლანტიკური საზოგადოება ანკარაში 7-8 ივლისს დაგეგმილი ნატოს სამიტის მოლოდინშია.
ამერიკასა და მოკავშირეებს შორის ბოლო დროინდელი უთანხმოების და ტრამპის მუქარის ფონზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მომავალ სამიტს, ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვნად აცხადებს. მარკო რუბიო აანონსებს, რომ ალიანსი წევრების მომავალ შეკრებაზე ყურადღების ცენტრში მოექცევა დონალდ ტრამპის იმედგაცრუება მოკავშირეებით, რომლებმაც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დროს ვაშინგტონს სათანადო მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს. ევროპასა და ამერიკას შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის და გერმანიაში ამერიკული კონტინგენტის შემცირების შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს შვედეთში შეიკრიბნენ.