ნატოს მინისტერიალი

საქართველოს და ნატოს შორის ურთიერთობა შესაძლოა, ახალ ეტაპზე გადავიდეს. საუბარია თანამშრომლობის გაფართოებაზე, განსაკუთრებით ერთობლივი სწავლებების მიმართულებით.

ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი დასრულებულია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა, რა დროსაც განსაკუღთრებული აქცენტი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაზე გაკეთდა.

ქართული დელეგაცია მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ ამბობს, რომ ახლა მთავარი მიზანია, რეგიონში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რაც შეიძლება მეტად იყოს წარმოდგენილი.

ანა ბროლაძე აშუქებდა ნატოს მინისტერიალს.