ნატოს მინისტერიალი 26-27 ივნისს გაიმართება

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვითი ხარჯების გაზრდა, ავღანეთში მშვიდობის შენარჩუნებისთვის სახელმწიფოების ძალისხმევა და ფინანსების საკითხი, საჰაერო სივრცის უსაფრთხოება, გამოწვევები და საჰაერო სივრცის  დაცულობისთვის საჭირო ჩარჩოს შედგენა – ეს ნატოს თავდაცვის მინისტერიალის დღის წესრიგია, რომელზეც ალიანსის თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში 26-27 ივნისს იმსჯელებენ.

მინისტერიალის ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობას პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და მათ შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიღებს.

მინისტერიალის დაწყებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა საერთაშორისო მედიასთან ისაუბრა და რუსეთის მიმართ საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მათ შორის საჰაერო შეთანხმებებს  არღვევს  და მოუწოდა რუსეთს, მომავალ კვირას დაგეგმილ ნატო-რუსეთის კომისიის ფარგლებში მოხერხდეს შეთანხმების მიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატო შესაბამის ზომებს მიიღებს.

ანა ბროლაძე ბრიუსელიდან