ნატოს მე-9 გაფართოება

ნატოს გაფართოების ახალი ეტაპი.

შვედეთმა და ფინეთმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერეს. როგორც კი ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დოკუმენტების რატიფიცირებას მოახდენენ, ნატოს წევრთა რაოდენობა 32-მდე გაიზრდება. დანია პირველი ქვეყანაა, რომლის პარლამენტმა პროტოკოლი უკვე დაამტკიცა. ახლა მთელი ყურადღება ალიანსის წევრი თურქეთისკენ არის მიმართული, რომელიც შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი იყო, მოლაპარაკებების და სამმხრივი შეთანხმების შედეგად დილემის დაძლევა მოხერხდა, თუმცა რატიფიცირების სანაცვლოდ ანკარა ორივე ქვეყნისგან კონკრეტული პირობების შესრულებას ელოდება.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც წლების განმავლობაში ნეიტრალური სტატუსის მქონე ფინეთმა და შვედეთმა ნატოს წევრობაზე განაცხადის გაკეთება გადაწყვიტეს.

დატოვე კომენტარი