ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი რეაბილიტაციის მოლოდინში

ნატო ვაჩნაძის მუზეუმში სამუშაოები ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა დაწყებულიყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრული რეაბილიტაცია სჭირდება, რადგან ავდარი აქ სახურავის საყრდენებს, მთავარ კიბეს, ხის აივნებსა და შიდა სივრცესაც კი აზიანებს. ცნობილი ქართველი კინომსახიობის სახლ-მუზეუმი მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებულ ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლში, 1981 წელს გაიხსნა და მას შემდეგ საფუძვლიანი რეაბილიტაცია არ ჩატარებია, მუზეუმის მრავალფეროვანი ექსპონატები კი ასეთ პირობებში შესაძლოა, დაზიანდეს. ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი, ფერწერა, გრაფიკა, ფოტომასალა ის საგანძურია, რომელიც ბოლო საუკუნეების რეალობას აცოცხლებს.

ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი გურჯაანიდან #მოამბერეგიონები