NATO-ში რუსეთისგან პროვოკაციებს არ გამორიცხავენ

15:15, 20.09.2026

ნატო რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციული თავდასხმისთვის მზად არის – ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა. მისი თქმით, ალიანსს შესაბამისი სამხედრო სტრუქტურა, შეიარაღება და ძალები მზად აქვს. დრაგონეს განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბოლო კვირებსა და თვეებში განხორციელებული ქმედებები, ნატო-ს ერთიანობასა და მზადყოფნას ამოწმებს და ალიანსის წევრებს შორის ნდობის შესუსტებას ისახავს მიზნად.

მსგავსი