ნატო-საქართველოს სწავლება 2019 აქტიურ ფაზაშია

ნატო-საქართველოს სწავლება 2019 აქტიურ ფაზაშია. კრწანისის სასწავლო ცენტრში პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და ნატო-ს გენერალიტეტი, ასევე სამხედრო კომიტეტის წევრები იმყოფებიან.

მთავარი აქცენტი სამეთაურო საშტაბო სწავლების მნიშვნელობაზე გაკეთდა. აღინიშნა, რომ საქართველო ნატო-ს კიდევ უფრო უახლოვდება. ეს რიგით მეორე წვრთნაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ტარდება.