ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა - მთავარი გზავნილები

მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა ნატოსგან სრულ მხარდაჭერას იღებს. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად მომზადებული დოკუმენტი მთავარი საკითხი იყო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომლის შედეგებს „მოამბესთან“ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აჯამებს.

ორგანიზაცია მზადაა, საქართველოს ამ ინიციატივის განხორციელებაში ფინანსურად დაეხმაროს. ინტერვიუში ჯეიმს აპატურაი ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზეც საუბრობს. იენს სტოლტენბერგის სპეციალური წარმომადგენელი არ უარყოფს, რომ საქართველოს წევრობის გარშემო კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა ალიანსი ღია კარის პოლიტიკას ინარჩუნებს და ამ მიმართულებით წინ წასვლა სურს.