ნატო-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები

შავ ზღვაში ნატო-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა.

სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. ერთობლივ საზღვაო მანევრებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის ხომალდები, „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები მონაწილეობდნენ.

წვრთნების მიზანია საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება. ერთობლივი წვრთნები საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა.