ნატო-საქართველო

ვაშინგტონთან ერთად რუსეთმა დღეს მწვავე გზავნილები მიიღო ნატო-ს მაღალჩინოსნისგანაც.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწე მოსკოვს ამჯერად თბილისიდან ახსენებს, რომ ჩრდლო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა და მესამე სახელმწიფო ამ პროცესში ვერ ჩაერევა. რაც შეეხება ორგანიზაციის წევრობის პერსპექტივას, ტაკან ილდემმა საქართველოს წარმატებული ასპირანტი ქვეყანა უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ნატოს კარი ჩვენი ქვეყნისთვის ღიაა.

სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რა განცხადებებით დასრულდა ერთდღიანი ვიზიტი.