ნატო-საქართველო

საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციების და მუქარისშემცველი გზავნილების ფონზე თბილისი ბრიუსელიდან კიდევ ერთხელ იღებს ურყევ მხარდაჭერას.

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც აქტუალური იყო. ირაკლი ღარიბაშვილი ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა, რის შემდეგაც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართა. შეხვედრებზე აქცენტი ნატო-სთან თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე და არსებითი პაკეტის გაძლიერებაზე გაკეთდა. მითუმეტეს, რომ არსებითი პაკეტის განახლება ცოტა ხნის წინ, საქართველოში ვიზიტის დროს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დააანონსა.