ნატო-საქართველო

ბრიუსელში საქართველოს საკითხს განიხილავენ. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ცოტა ხნის წინ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილეებს მიმართა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაზე გაკეთდა. განხილვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში და შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში საქართველოს რომ განსაკუთრებული ადგილი აქვს, ამაზე ვრცლად ისაუბრა ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემაც, რომელსაც დავით ზალკალიანი შეხვდა.