ნატო - საქართველო

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე და რუსული ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრეს დღეს ბრიუსელში.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა უკვე დასრულდა. მანამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორგანიზაციის გენერალურ მდივანს და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ლევან იზორია ნატო-სთან თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივაზე საუბრობს.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ ალიანსის გენერალური მდივანი მარტში საქართველოში ჩამოვა.