NATO-საქართველო

„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვისურვებდით, ვიხილოთ პროგრესი მოუგვარებელ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტში“, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ხავიერ კოლომინას თქმით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყველამ პატივი უნდა სცეს და ეს ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.