ნატო-ს წვრთნები უკრაინაში

უკრაინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მრავალეროვანი სამხედრო სწავლება გრძელდება. 2019 წლის რეპიდ ტრაიდენტის ფარგლებში, იავორივის სამხედრო ბაზაზე ათასობით სამხედრომ და სამოქალაქო პირმა მოიყარა თავი, რომლებიც სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო კომპონენტების წვრთნებსა და სიმულაციებში მონაწილეობენ. მიზანი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდაა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოველწლიურ, მულტინაციონალურ სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყანაა ჩართული, მათ შორის ასპირანტი საქართველოც, რომელიც უკრაინასთან ერთად ალიანსის წევრობის ხანგრძლივ პროცედურას გადის. წლევანდელ სწავლებაში ქართველი სამხედროები ანალიზისა და ზემდგომი კონტროლის შტაბებში დაგეგმარების პროცესში არიან ჩართულები, ისინი პარტნიორებთან ერთად მუშაობას კიდევ ერთი კვირა გააგრძელებენ,  მანამდე კი იავორივის სამხედრო ბაზის კარი დროებით „მოამბის“ გადამღები ჯგუფისთვის გაიღო.

მარიამ მენაბდე დეტალებით.