NATO-ს წლიური ანგარიში

საქართველოს გამო, მოსკოვს ბრიუსელიდან კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ამ პოლიტიკის შედეგები საქართველოში, ნატო-ს მომავალი სამიტი და პარტნიორი ქვეყნების შანსები იყო იენს სტოლტენბერგის დღევანდელი განცხადებების მთავარი თემა.

ალიანსის გენერალური მდივნის პრესკონფერენციას ნატო-ს ახალი ანგარიშის გამოქვეყნება მოჰყვა, სადაც საქართველო ასპირანტ ქვეყნად არის დასახელებული და დოკუმენტის იმ ნაწილშია ნახსენები, რომელიც ორგანიზაციის ღია პოლიტიკას ეხება.

იენს სტოლტენბერგის დღევანდელი გზავნილის მიხედვით, ნატო-ს ზაფხულის სამიტზე, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღიარებული იქნება. გამოსვლის დროს, მოსკოვის მისამართით, ნატო-ს გენერალური მდივნის ტონი განსაკუთრებით მწვავე იყო.