ნატო-ს სამხედრო-საზღვაო სწავლება

დღეს ბალტიის ზღვაში ნატო-ს ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო სწავლება იწყება, რომელშიც ალიანსის 14 წევრთან ერთად, შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობენ. როგორც ნატო-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო სწავლება 17 ივნისამდე გაგრძელდება და მასში შვიდი ათასზე მეტი მეზღვაური, მფრინავი და საზღვაო ქვეითი მიღებს მონაწილეობას. მანევრებში ჩართულია 75 თვითმფრინავი და 45 ხომალდი. ბალტიის ზღვაში ნატო-ს სწავლება 1972 წლიდან ტარდება. როგორც წვრთნების დაწყებამდე სტოკჰოლმში მყოფმა ამერიკელმა გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება ნატო-ში, რუსეთს ბალტიის ზღვაში რთულ სამხედრო მდგომარეობაში ჩააგდებს.