NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა
ნატო-ს შტაბ-ბინაში სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების დელეგაცია, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრო. ნატო-საქართველოს ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე უნგრეთის, იტალიის, სლოვაკეთისა და თურქეთის თავდაცვის ძალების მეთაურებთან.