ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა

12:12, 17.01.2025

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიუსელში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო. ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ახალარჩეულ თავმჯდომარესთან. განიხილეს სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მოქმედ თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს საქართველოსა და ნატო-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მედალი „დიდგორის ჯვარი“ გადასცა.

 

მსგავსი