ნატო-ს სამიტის მეორე დღე - რეპორტაჟი ბრიუსელიდან

ნატო-ს ბრიუსელის სამიტის მეორე დღე.

მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასული ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოს პროგრესზე.

ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამის შანსი გამოჩნდება, მაგრამ ახლა არა. ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ქეთევან ქარდავას შეკითხვას, რომელიც „მოამბის“ ჟურნალისტმა შტატების პირველ პირს საგანგებო პრესკონფერენციაზე დაუსვა. სწორედ ამ საგანგებო პრესკონფერენციის გამო, ნატო დღეს მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ტრამპი აღნიშნავს, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა გამართულ შეხვედრაზე ყველაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

როგორ შეფასდა საქართველოს პროგრესი ალიანსში გაწევრიანების გზაზე, რას აცხადებენ წევრი სახელმწიფოების პირველი პირები საქართველოს შესაძლებლობებზე და რა კონკრეტული შედეგით სრულდება ბრიუსელის ნატო-ს სამიტი ჩვენი ქვეყნისთვის.