ნატო-ს სამიტი თურქეთში
თურქეთის ნატო-ს 2026 წლის სამიტი დაიწყო. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სამიტის მთავარ პრიორიტეტებად გასულ წელს ჰააგაში აღებული ვალდებულებების შესრულება დაასახელა. მისი თქმით, საუბარი შეეხება შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, თავდაცვითი წარმოების ზრდასა და ახალი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას. ანკარაში მიმდინარე სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაც იქნება. რუტეს განცხადებით, მოკავშირეებმა და ნატო-ს პარტნიორებმა უკრაინისთვის საჭირო დახმარების მიწოდება უნდა გააგრძელონ, რადგან უკრაინის უსაფრთხოება უშუალოდ უკავშირდება ალიანსის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას. სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება. დასავლური მედიის ცნობით, სამიტი შესაძლოა დაძაბულად წარიმართოს, ვაშინგტონის მხრიდან ევროპელ მოკავშირეებზე მზარდი ზეწოლის ფონზე.