ნატო-ს სამიტი თურქეთში
ნატო ახალ სადაზვერვო თვითმფრინავებსა და დრონების ფლოტს შეიძენს. მათ შორის, ათ სათვალთვალო თვითმფრინავს, რომლითაც ამჟამინდელი მოძველებული საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემა ჩანაცვლდება. ამის შესახებ ნატო-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ალიანსის გენმდივანმა განაცხადა. მისი თქმით, შვედური მწარმოებელი ამერიკული ფირმის თვითმფრინავის ალტერნატივას წარმოადგენს. მარკ რუტეს ცნობით, ნატო-ს ფლოტს პირველად დაემატება ხუთი Triton-ის მაღალი სიმაღლის სათვალთვალო დრონი. შეგახსენებთ, თურქეთში ნატო-ს 2026 წლის სამიტი დაიწყო. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მთავარ პრიორიტეტებად გასულ წელს ჰააგაში აღებული ვალდებულებების შესრულება დაასახელა.