ნატო-ს სამიტი ბრიუსელში

საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს ბუქარესტშიც ცხადად ვთქვით, თუმცა კონკრეტული თარიღი განსაზღვრული დღესაც არ იქნება, – განაცხდა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელის ფორუმზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა თქვა, რომ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ჰყავს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები – საქართველო და უკრაინა, რომლებთანაც ალიანსი თანამშრომლობას აძლიერებს.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საგზაო რუკა საქართველოსთვის უახლოეს მომავალში, იენს სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ნატო-ს კარი ღიაა, თუმცა კონკრეტულ დროზე საუბარი არ იგეგმება. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი რუსეთთან კონფლიქტის პრევენციას შეეცდება და უნდა მოხდეს პრევენცია, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს ნატო-ს მოკავშირის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ნატო-ს სამიტი იმართება.