​NATO-ს სამიტი ანკარაში 

21:44, 06.07.2026

ხვალ და ზეგ ანკარა მსოფლიო ლიდერების შეკრების ადგილი იქნება.

22 წლის შემდეგ თურქეთი ნატოს სამიტს უმასპინძლებს. გლობალური გამოწვევების, საერთაშორისო წესრიგის შეცვლის, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების და ამერიკა-ევროპას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, სამიტის მიმართ ინტერესი გაორმაგებულია. ნატოს წევრებმა ორგანიზაციის თავდაცვის ხარჯების ზრდაზე, უსაფრთხოებაზე და უკრაინის საკითხზე უნდა იმსჯელონ. სწორედ თავდაცვის სფეროში არასაკმარისი ინვესტიციებია ევროპის მიმართ ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია. ანკარაში ჩადის დონალდ ტრამპიც, რომელმაც ნატოელი მოკავშირეები ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს არაერთხელ გააკრიტიკა და ალიანსიდან გასვლითაც დაიმუქრა. არანაკლები ინტერესია ამერიკა-უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრების მიმართაც.

მსგავსი