NATO-ს სამიტი – ალიანსი თავდაცვის ხარჯებს ზრდის
ნატოში კონსენსუსი მიღწეულია.
ტრამპის მრავალწლიანი მოთხოვნა გაითვალისწინეს – ალიანსი თავდაცვის ხარჯებს ზრდის. ეს ჰააგაში გამართული სამიტის მთავარი გადაწყვეტილებაა, რომელიც უკვე აისახა ხუთ პუნქტიან დეკლარაციაში. ორგანიზაციის წევრი 32 ქვეყანა თანხმდება, რომ მომავალ წლებში თავდაცვაზე ორის ნაცვლად, მშპ-ს 5%-ს დახარჯავს. სამიტზე მიღებულ მოკლე დეკლარაციაში რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ არის დასახელებული და დადასტურებულია უკრაინისადმი მოკავშირეთა მხარდაჭერა, თუმცა არაფერია ნათქვამი ნატოს გაფართოების პერსპექტივაზე.