ნატო-ს საიუბილეო სამიტი

ნატო-ს ლიდერების შეხვედრა.

ლონდონის გარეუბანში, ვატფორდის სასტუმრო გრუვში ნატო-ს წევრი ქვეყნების პირველი პირებისა და მთავრობის მეთაურების დონეზე სულ ცოტა ხანში დაიწყება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის მონაწილეობით.

ღონისძიების პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ლიდერებმა უკვე გადაიღეს ერთობლივი ფოტო. რამდენიმე ლიდერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, მათ შორის მასპინძელი ქვეყნის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა.

რა საკითხებზე იმსჯელებენ ლიდერები ნატო-ს  70 წლის  საიუბილეო შეხვედრაზე, – ანა ბროლაძე ლონდონიდან.